spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად"...

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად” – ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკონსულატიო შეხვედრას ესწრებოდა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესში, ოღონდ კონკრეტული პირობებით:

,,ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს. აქ მნიშვნელობა აქვს რა და როგორ წარიმართება ეს პროცესი!

რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით იცით, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდგომ პროცესები არ განვითარდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა.

ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიღებთ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობას, მათ შორის, შემფასებელი ჯგუფის დასახელებაში. შემდგომ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ შესაბამის სახალხო დამცველის კანდიდატურას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...