კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის "ნაც. მოძრაობა",...

“ასეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის “ნაც. მოძრაობა”, მსოფლიოში არ არსებობს” – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებით მწვავე კრიტიკულ განცხადებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს იმიტომ ებრძვიან, რომ მათი თითოეული ქმედება განპირობებულია საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე:

,,ასეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის ,,ნაც. მოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწვებიან მტრულს, ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა – აგენტი აგენტია! სხვისი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, რა თქმა უნდა, მტრის ინტერესის გამტარებელი კიდევ უარესია, ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.

ისინი ყოველთვის ცდილობენ – როდის, როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს – ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი საქართველოს ინტერესებს ცდილობენ და პიარულად რუსულ ინტერესებს არქმევენ.

ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან. ყველამ დაიმახსოვროს, რაც არ უნდა რომელი ქვეყნის ინტერესიც არ უნდა ატაროს – ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რაღაცების სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორე ხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება – საქართველოს ეროვნული ინტერესი!

ამას არ გვპატიობენ! ამისთვის გვებრძვიან! შესაბამისად, ერთი მხრივ – რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს. ამაზე მოუწერეს რუსებს ხელი და რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ სხვისი მხრიდან?!

მეორე მხრივ – სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გატარება, როცა ეს შეიძლება არ ჯდებოდეს საქართველოს ინტერესში, არის ასევე მოღალატეობრივი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...