spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას...

ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში “სტრატეგია აღმაშენებელი” მონაწილეობას არ მიიღებს – პარტიის განცხადება

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით:

რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს: ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, მონაწილეობას არ ვიღებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გამართულ კონსულტაციებში, რადგან მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის იმ პრინციპებს, რომლებიც მოითხოვდა, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ყოფილიყო უფრო მეტი გამჭვირვალობა და ღიაობა რითიც მოხდებოდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა.

”ქართულმა ოცნებამ“ კი პირიქით, წამოიწყო პროცესი, რომელიც არ არის არც გამჭვირვალე და არც ინკლუზიური, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოახდენს კანდიდატების შეფასებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ ხელის შეშლას და სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესის დაზიანებას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროცესი არის ფსევდოინკლუზიური, ფსევდოგამჭვირვალე, ფსევდოდემოკრატიული და ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან „ოცნების“ მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიზნად ისახავს საკუთარი სასურველი კანდიდატის გაყვანას”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...