ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“რომელი ოპოზიციის რომელი ნაწილი მიიღებს/არმიიღებს კონსულტაციებში მონაწილეობას, ამით პროცესი ვერ შეფერხდება” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტში, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარდა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლისა“. შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თვმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ მოხდა პრაქტიკულად ყველა საკითხზე შეთანხმება:

,,არ მგონია, რომ რომელიმე საკითხი დარჩა ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები შეიძლება გვქონდეს. ყველა ამ საკითხზე პრაქტიკულად შევთანხმდით.

შეთანხმების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ გარკვეულ დროში გადავაკეთებთ ტექსტს, რომელიც შეთავაზებული იყო. თვისობრივი რაიმე ცვლილება და სიახლე ამ ტექსტში მოსალოდნელი არ იქნება იმიტომ, რომ შეხვედრაზე ასეთი რამ არ ყოფილა. არ დაფიქსირებულა რაიმე ისეთი იდეა, რომელიც ძირფესვიანად ცვლის, ამ შემთხვევაში, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 31 აგვისტოს შემოთავაზებულ ვერსიას.

რომელი ოპოზიციის რომელი ნაწილი მიიღებს/არმიიღებს ამაში მონაწილეობას, ამით პროცესი ვერ შეფერხდება. რეალურად, ყოველ შემთხვევაში არ მგონია, რომ იყოს ეს პერსპექტიული მათი მხრიდან.

თუმცა, მე პირადად მგონია, რომ იმ ფონზე, როდესაც 12 რეკომენდაცაა ავალდებულებს, ჩემი აზრით, იგივე ოპოზიციასაც, რომ მათ პროცესებში კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღონ, უბრალოდ შანსი არ აქვს ოპოზიციას, რომ ამ ყველაფერს განუდგეს. იმიტომ, რომ ეს იქნება მათივე მამხილებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული