spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რასაც ახლა გოგაშვილი კადრულობს ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში არავის...

“რასაც ახლა გოგაშვილი კადრულობს ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში არავის უკადრებია!” – ელისო კილაძე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მორიგ ე.წ. მამხილებელი ინფორმაციების გავრცელებას ეხმაურება მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე:

ეს არ არის მხილება, ეს არის ბო@@@ა. რასაც ახლა გოგაშვილი კადრულობს ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში არავის უკადრებია!

ტიპი ყველა სიბინძურეში მონაწილეობდა, აკეთებდა ფულს, აგროვებდა ქონებას, მილიონებს, სამსახურიდან გააგდეს (ფული დაუტოვეს) და ეს აღზევებული მდაბიო იმდენად ვერ შეეგუა ძალაუფლების დაკარგვას, მოაღო პირი და ჰყვება ტყუილ-მართალს!

მაშინ როცა – სააკაშვილის დროინდელ ყველა ძალოვანს სთხოვდნენ ჩვენებას მიშას წინააღმდეგ, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა, ზოგი ციხეში დაჯდა და არცერთმა მათგანმა სიტყვა არ დაძრა!!!

მოყოლაზე თუ მიდგებოდა საქმე, მოსაყოლი ვაჟა ლელუაშვილს რომ ჰქონდა, სიზმარშიც ვერ ნახავდა ანტრიკოტა. ციხე არჩია – მოიხადა!

პროფესიონალები ასე იქცევიან, ყასბები და “დანოსჩიკები” გოგაშვილის მსგავსად!

სათქმელი ბევრს და ბევრი ქონდათ, იმ და ამ წლებშიც, მაგრამ სპეცსამსახურის სპეციფიკა ბევრ ისეთ ქმედებას და საიდუმლოს მოიცავს, არასოდეს რომ არ ითქმება!!!

თუმცა… ვის ვუკითხავ მეც მორალს – ძაღლების მალიარს?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ინფორმაციისთვის: სოსო გოგაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელდა მორიგი ე.წ. მამხილებელი ინფორმაციები. ამჯერად სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ქართული სპეცსამსახურების რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და სანქციების გვერდის ავლით უკანონო ქმედებების შესახებ საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ “მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ მეც ვიყავი. სამხილებლად რუსულ სპეცსამსაურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროვებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...