spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022...

“ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ფერმერების დახმარებას. დღევანდელი გამოფენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული საწარმოები მზად არიან დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები.

ვფიქრობ, მთავრობის დახმარება და სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები, ფერმერებს სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ.

როგორც 2022 წლის სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენ გვაქვს სტაბილური ზრდა ევროკავშირის ბაზარზე. ეს ზრდა განპირობებულია სწორედ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვიის მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია.

გამოფენაზე RIGA FOOD 2022, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 20-მდე ქართულ კომპანიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ: კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ქართველი მწარმოებლების გამოფენებში მონაწილეობა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

RIGA FOOD ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და 420-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...