,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ,,ქართული ონების“ გუშინდელ სამუშაო შეხვედრაზე, კაჭრეთში, ე.წ. ,,განდგომილი“ დეპუტატების დასწრების შესახებ საუბრობს და ფაქტს მწვავე ირონიულ შეფასებებს აძლევს:
,,მე მგონი ილუზია არავის ჰქონია, რომ ეს დეპუტატები ვითომ გამოეყვნენ ,,ქართულ ოცნებას“. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთად გეგმავენ აი ამ მასხარაობას – პირდაპირ ვიტყვი, რასაც ეს 4 დეპუტატი ეწევა.
ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, რომ ეს 4 პრორუსი კლოუნი იჯდა დედა პარტიის, ,,ქართული ოცნების“ შეხვედრაზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ინფორმაციისთვის: დაახლოებთ 3.5 თვის წინ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” გამოეყვნენ დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. მათ რიგებს, მოგვიანებით, კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა და ისინი რეგულარულად ავრცელებენ მწვავე განცხადებებს საქართველოში აშშ-ს საელჩოს, დასავლეთის წინააღმდეგ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


