spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქმედებები, რომლებიც ვიხილეთ მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით...

ქმედებები, რომლებიც ვიხილეთ მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის “ოცნების” მიზანმიმართული გზა – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს მოსმენების კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით:

ქმედებები, რომლებიც ვიხილეთ მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის, ჩვენი პარტნიორების: ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ჩვენი, ოპოზიციის პოზიციების უგულებელყოფა არ არის გზა ევროპისკენ.

უფრო მეტიც, ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს.

არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა იმ კანონის დაჩქარებული წესით მიღების, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს მოქალაქეების ფართო წრე განუსაზღვრელი ვადით და ამ ნაწილში სრულად ვიზიარებთ აშშ-ს საელჩოს და ვენეციის კომისიის შეფასებებს” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...