პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების...

“ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით” – კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი.

სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით.

პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო

2 მაისს, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...