ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება" -...

“ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება” – ირაკლი ქადაგიშვილი USAID-ის განცხადებაზე

ამერიკის მიერ სანქცირებულთა სიაში შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კორუფციაზე. აღნიშნულ განცხადებაზე კრიტიკული კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა:

,,მე არ ვიცი ეს რა ჯგუფი და რა სამუშაო ჯგუფი არის. გინდა USAID-ის იყოს და გინდა მარსის. ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება.

ეს არის აბსოლუტურად ტყუილზე და გარკვეულ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ბინძური მიზნებისათვის გამოყენებული რაღაცა ჯგუფის განცხადება.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ განცხადების გამკეთებელს?! – არ ვიცი. ან საქართველოს კანონები არ წაუკითხავს, ან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები არ გაუგია, ან სასამართლო პრაქტიკა არ მოუსმენია?!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის განცხადებაში საუბარია საქართველოს შესახებ ქვეყანაში არსებული კლეპტოკრატიისა და კორუფციის გამომწვევ შედეგებზე:

,,თუკი შესაძლებლობების ფანჯრები იხურება, პოლიტიკური ანალიტიკოსები იაზრებენ როგორ და რისთვის იბრუნებენ ანტირეფორმული ელემენტები ძალაუფლებას. შეფასებები უნდა მოიცავდეს აშშ-ის უფრო მკვეთრ ინტერვენციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეფორმების მიღწევების დაცვას და რეჟიმის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ასეთი ინსტრუმენტები შესაძლოა გულისხმობდეს საგარეო დახმარების გაყინვას მზარდი კორუმპირებული მთავრობებისთვის, უფრო მძლავრი სახალხო დიპლომატიის წარმოებას და მაღალი დონის კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ასეთი დახურული შესაძლებლობების მაგალითია საქართველოში არსებული კლეპტოკრატიისა და კორუფციის გამოწვევი შედეგი. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც გულისხმობს ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტს, ფარულ ბიზნეს-გარიგებებს რუსეთში, საქართველოს ეკონომიკის მზარდ დამოკიდებულებას რუსეთის ეკონომიკაზე და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობას“, – ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...