spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხატია დეკანოიძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის "ქართული...

ხატია დეკანოიძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა

საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. და ყველაზე დიდი რადიკალური ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ გადადგა მაშინ, როდესაც დაუპირისპირდა საკუთარ სამშობლოს, საკუთარ მოქალაქეებს და საბოლოოდ თქვენ დაგერქვათ პრორუსული ორიენტაციის პარტია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია.

თქვენ ცვლით სახალხო დამცველის არჩევის წესს იმის გამო, რომ დაიმორჩილოთ სახალხო დამცველი, რომელიც იყო ერთ-ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

საარჩევნო ჯგუფიდან გააძევეთ „ისფედი“ (ISFED), რომელსაც ყველაზე უფრო მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებში და საქართველოში, მოსმენების კანონის კრიტიკაზე დაადანაშაულეთ ვენეციის კომისია. ეს არ უქნია არცერთ ევროპულ ქვეყანას.

ზაფხული გამოიყენეთ იმისთვის, რომ კარლ ჰარცელისთვის და კელი დეგნანისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ. ძვირფასო რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, თქვენი საპარლამენტო საარჩვენო კამპანია იყო პროევროპული. 2020 წლის საპარლამენტო კამპანიის შემდეგ თქვენ გახდით პრორუსული, ამიტომ, ნებისმიერი ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...