პარასკევი, მაისი 16, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც...

“კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც თავის შვილს კერძოს სკოლაში ასწავლის, სხვისას კი – საჯაროში” – ვახო სანაია

“საჯარო სკოლებში სწავლა კატასტროფულ დონეზეა” – აცხადებს ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უმწვავესი კრიტიკით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

საჯარო სკოლებში სწავლა კატასტროფულ დონეზეა, ხელისუფლების პირველ პირებს კი შვილები კერძო, ფასიან სკოლებში დაჰყავთ.

მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია განათლების სისტემაზე, თავის შვილებს ახლოსაც არ აკარებს საჯარო სკოლებს. სამაგიეროდ, გაჭირვებულ, უფულო, გასაცოდავებულ და დაბეჩავებულ ხალხს არწმუნებს, რომ ეკონომიკა აყვავდა, ცხოვრება წინ მიდის და საერთოდაც, ყველაფერი კარგადაა, მათ შორის განათლების სფეროშიც დიდი წინსვლაა ბატონი ბიძინას წყალობით. ამ სფეროს ხომ ის გულისრევამდე მლიქვნელი კაცი ხელმძღვანელობს, განათლების მინისტრი, ,,ექვთიმეს” რომ უწოდებს ოლიგარქს.

მაშინ რატომ დადიან მათი შვილები კერძო სკოლაში და არა საჯაროში, როგორც იმ ხალხის, რომელსაც არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.

არსებულ ვითარებაში კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც თავის შვილს კერძოს სკოლაში ასწავლის, სხვისას კი – საჯაროში.

რაც აღვწერე, ეს ხომ ერთი ტრაგედიაა, მაგრამ უარესიც არსებობს.

პრემიერ-მინისტრს, რომლის ოთხი შვილიდან ოთხივე კერძო სკოლაში სწავლობს (ღმერთმა სიკეთე მისცეს ოთხივეს);

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ოჯახის წევრს სულ ახლახან სახელმწიფოს კუთვნილი ტყე აჩუქა;

პრემიერ-მინისტრს, რომლის კორუფციულ საქმიანობაზე ლეგენდები დადის;

პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბატონის დავალებით ამ ქვეყანას რუსეთში ექაჩება;

პრემიერ-მინისტრს, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს აბოლებს, რომ ქვეყანა აყვავდა, არადა ეს მშობლები გადახვეწილი არიან ქვეყნიდან პურის ფულის საშოვნელად, რომ აქ შვილებს გამოუგზავნონ…

აი, ამ პრემიერ-მინისტრს ეს მშიერი ხალხი იმ ფოტოზე, რომელიც კერძო სკოლაში შვილის შეყვანას ასახავს, მილოცვის კომენტარებს უწერს, ლაიქებით ავსებს და არის ერთი ამბავი.

არანაირი შეკითხვა იმაზე, რატომ დადიან მათი შვილები საჯარო სკოლაში, რატომ ვერ იღებენ რეალურად ვერანაირ განათლებას და რატომ დაჰყვას მთავრობას თავისი შვილები კერძო სკოლებში.

ტროლ-ბოტების გარდა ნამდვილი ხალხის, მათ შორის ნაცნობების ლაიქებიც ვნახე. ჩემს იმ გვერდზე დაბლოკილი ვყავარ ღარიბაშვილის ფეისბუქს, მაგრამ ახლა ეს მეორე, ახალი გვერდიც რომ შევქმენი და ამომიგდო სტატუსი, გაკვირვება ვერ დავმალე ფოტოზე რეაქციებით.

ტრაგედიაა ეს – ის კომენტარები და ლაიქებია ტრაგედია. ალბათ ესეც ჩვენი სასკოლო განათლების შედეგია.

თითოეული თეთრი, რომელსაც მთავრობა იპარავს, აკლდება იმ საჯარო სკოლებს, სადაც მშიერ ხალხს შვილები დაჰყავს და სადაც ვერანაირ განათლებას ვერ იღებენ. მთავრობა ფიქრობს, რომ ამ დაქცეული სკოლების გამოშვებულ ბავშვებსაც მოჯამაგირეებად დაიყენებს მომავალში და ისევ მას მოემსახურება კაპიკებად, ისევ მას დაულაიქებს ისევ ხალხისთვის მოპარული ფულით დასპონსორებულ სტატუსებზე. მასწავლებლებსა და მშობლებს კი არჩევნების წინ კოორდინატორის ფუნქციას შესთავაზებს. ზოგი ისევ მაგიდის ქვეშ შეძვრება საარჩევნო სიებით, ზოგიც საარჩევნო უბანთან დადგება შეურაცხყოფილი ან სულაც ბედის მადლობელი, ეს ,,სამსახური” მაინც რომ უწყალობა მთავრობამ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...