სოციალურ ქსელსა თუ მედია სივრცეში აშშ-ს ე.წ. აგენტების სიები ვრცელდება, რამაც მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მრავლად იყო ირონიაც. აღნიშნულ სიაში “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარეც იყო. ფაქტს ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი:
“ადრე ივანიშვილმა დაწერა, რომ რუსეთის აგენტი ვარ, ახლა უკარნახია ეს წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ ამერიკის ირიბი აგენტი ვყოფილვარ.
იქნებ გამაგებინოს ვინმემ – ვისი აგენტი ვარ?
ან იქნებ ის მაინც ამიხსნათ რას ნიშნავს ირიბი აგენტი?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

