spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებასთან" არაფორმალურ შეხვედრაზე ჩვენ არაფერი განსახილველი არ...

“ქართულ ოცნებასთან” არაფორმალურ შეხვედრაზე ჩვენ არაფერი განსახილველი არ გვაქვს – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულ განმარტებას აკეთებს იმ მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ერთვება ოპოზიცია მმართველ გუნდთან ერთად განხილვის პროცესში:

,,ქართულ ოცნებასთან“ არაფორმალურ შეხვედრაზე ჩვენ არაფერი განსახილველი არ გვაქვს. პროცედურა დაწყებულია სამოქალაქო სექტორის მიერ.

აქვე ვიტყვი, რომ ეს პროცედურა თვითონ ,,ქართული ოცნების“ მიერ არის დამკვიდრებული წინა სახალხო დამცველის შერჩევის დროს. რა უნდა ვიმსჯელოთ?! რა უნდა განვიხილოთ?! – უნდა დაველოდოთ ვინ წარადგენს საკუთარ კანდიდატურებს. აქედან ავარჩიოთ საუკეთესო და მას უნდა დავუჭიროთ მხარი.

სხვა ყველა პროცესი ეს იქნება მცდელობა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ რამენაირად გაათრიოს საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე.

პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ არავინ არ უღალატებს საკუთარ პოზიციას და არ გადავა ,,ქართული ოცნების“ მხარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...