spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორგანიზაცია ISFED-ი დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით" -...

“ორგანიზაცია ISFED-ი დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით” – კახა კალაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებთან” მიმართებაში და დააფიქსირა მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ მოუსმენია ელჩის განცხადება, მისი პოზიცია ისევ კატეგორიულად ნეგატიურია აღნიშნულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით:

არ მომისმენია განცხადება და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა იმიტომ, რომ ISFED ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია.

ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით ანუ მეორადი დათვლის შედეგებისას, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა იყო. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, იგი იყო თაღლითობა.

რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში წასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან. მომხდარს სჭირდება დეტალებში შესვლა იმოტომ, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება გააკეთა და კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა არჩევნების სამართლიანობასთან მიმართებაში. ამასთან ელჩი ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...