ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის მეგობარი ლევ ძენგოვი საქართველოშია, რომელსაც რამდენჯერმე აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ. აღნიშნული ფაქტისა და ხელისუფლების პოლიტიკის გამო დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში მწვავე კრიტიკულ განცხადებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:
,,ეს არ არის შერჩევითი მიდგომა, ეს არის ,,ქართული ოცნების“ რეალური ზრახვა და პოლიტიკა. ისინი მტრებად აცხადებენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამერიკის ელჩს, ევროპის ელჩს. სამაგიეროდ არანაირ დისკომფორტს არ უქმნიან ადამიანებს, რომლებიც არიან საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობის დაუძინებელი მტრები.
ამ ადამიანს [ლევ ძენგოვს] დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი, მაგრამ ამაზე რეაგირება არ ჰქონია ,,ქართულ ოცნებას“.
ეს მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, რომ მათთვის მისაღებია რუსეთი, რუსული ჭაობი, ვიდრე ევროპა და ევროპული დემოკრატია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


