კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა არაჯანსაღი სოლიდარობა გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო...

“სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა არაჯანსაღი სოლიდარობა გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელმაც უკვე მიიღო კორპორატივიზმის ფორმა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე საიას-ს მიერ ,,სამართლიანი არჩევნების“ სოლიდარობის ნიშნად სამუშაო ჯგუფის დატოვებას და მიაჩნია, რომ მათმა ქმედებებმა ქვეყანაში მიიღო კორპორატივიზმის ფორმა. პაპუაშვილის განცხადებით, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მონაწილეობას ვერ მიიღებს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, სანამ სათანადო პოზიციას არ დააფიქსირებენ მათ მიერ წამოყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით:

,,გავზარდეთ ეს წარმომადგენლობა წინა პრაქტიკასთან შედარებით და ორი ორგანიზაცია არის, რომელიც ამავე დროს არის არა ფიქსირებულად სამუშაო ჯგუფის წევრი, არამედ როტაციის პრინციპია. პლატფორმიდან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იყვნენ ულტიმატუმის ავტორები, საქართველოს სახელმწიფოს უყენებდნენ, მათ შორის, იმ მუქარით, რომ თუ კი ეს ულტიმატუმი არ შესრულდებოდა ისინი სახალხო რისხვით, ყველას და ყველაფრის წალეკვით დაემუქრნენ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, სანამ მათი პოზიცია არ იქნება ცხადი – ინარჩუნებენ, კვლავ მხარს უჭერენ თუ არა ამ ულტიმატუმს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში მათი მოწვევა არ არის განზრახული.

საქმე გვაქვს ჩვენ უბრალოდ იმპულსურ გადაწყვეტილებასთან. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა არაჯანსაღი სოლიდარობა გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელმაც უკვე მიიღო კორპორატივიზმის ფორმა, სადაც შინაარს აღარ უყურებენ ორგანიზაციები და უბრალოდ არ წირავენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რა დგას ამ ყველაფრის უკან სოლიდარობას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, რაც გადაზრდილია აბსოლუტურ კორპორატივიზმში.

მე კიდევ ერთელ გავიხსენებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობას, მაშინაც ISFED-მა უკვე დამტკიცებულია, რომ საზოგადოებას 1 თვე უმალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ რიცხვებს. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოწოდებისა, მაშინაც სწორედ ამ ორგანიზაციებმა, კორპორატივიზმის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ხელი დააფარეს უბრალოდ ISFED და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყვნენ კრიტიკული მის მიმართ.

თუმცა, ზღვარი არის არასამთავრობო ორგანიზაციასა და პარტიას შორის. ეს ზღვარი არის სწორედ იქ, სადაც უკვე პარტიას აქვს მიზანი, რომ ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის ფორმირებაში და კანონების მიღებაში. ეს არის მთავარი განმასხვავებელი პარტიასა და არასამათავრობო ორგანიზაციას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...