,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის პროცესებში ჩართვასთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ამ მხრივ სწორია დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებები ხელისუფლების მიმართ. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ პარლამენტის კომისიებში მიმდინარე სამუშაოები არის ფასადური:
,,ეს პროცესი არის ფასადური, იმიტირებული. იმიტომ, რომ არანაირი ინკლუზიურობაზე, ყოველმხრივ ჩართულობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, როდესაც არა თუ არ უშვებენ, არამედ აგდებენ ერთ-ერთ წონად არასამთავრობო ორგანიზაციას.
რა თქმა უნდა, ეს არის დასტური იმისა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ არც ცვლილებები სურს, არც რეფორმა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ისევე, როგორც ევროკავშირის საელჩოს განცხადებები არის აბსოლუტურად ადეკვატური და ხელისუფლებას ისევ და ისევ ინკლუზიურობისკენ მოუწოდებს იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ იმ საფრთხეებს, რასაც უქმნის ,,ქართული ოცნება“ ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე