კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხატია დეკანოიძემ რაც განაცხადა, ეს არის მორიგი და...

“ხატია დეკანოიძემ რაც განაცხადა, ეს არის მორიგი და ძალიან უხეში სახით სიცრუის ტირაჟირება” – გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე მესამე სექტორთან, კერძოდ ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებთან” მიმართებაში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება:

ხატია დეკანოიძემ რაც განაცხადა, ეს არის მორიგი და ძალიან უხეში სახით სიცრუის ტირაჟირება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა “ქართული ოცნება”, თურმე, თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს “ქართული ოცნება” არასოდეს თავს არ ესხმოდა, “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით და გაიხსენონ თავის ხელისუფლების პერიოდში რას აკეთებდნენ ისინი, დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან და მედიასთან მიმართებაში.

როდესაც უკვე პოლიტიკური განცხადებები კეთდება და კონკრეტული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა იკვეთება, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვერანაირად ვერ იქნება აღქმული, როგორც ნეიტრალური. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოხდა “სამართლიანი არჩევნების” მოწვევა.

თუ ორგანიზაცია დააფიქსირებს, რომ ემიჯნება და მისთვის ის განცხადებები და ის მოთხოვნები, რაც მთავრობის გადადგომასთან, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან, არასამთავრობოებისთვის ტექნიკურის ჩამოყალიბების დროს ვეტოს დადებასთან არის დაკავშირებული, თუ ეს მისთვის მიუღებელია და ემიჯნება ამ პროცესს, 25 აგვისტოს სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, თუკი პლატფორმა კვლავ წარადგენს ამ ორგანიზაციას, ჩვენი კარი ღიაა მისთვის,” – აცხადებს გივი მიქანაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...