spot_img
მთავარიაქტუალური თემები"ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია - გიორგი...

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მიაჩნია, რომ ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოშორების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო:

გადადგა პრემიერ-მინისტრი, გადადგა მთავრობა! ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და იმაზე, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოშორების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რასაც რა თქმა უნდა,  გახარიასა და ღარიბაშვილის ახალ პოზიციებზე წარდგენა ვერ შეაჩერებს.

ამ ადამიანებზე აქცენტის გაკეთება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საუკეთესო სვლა არ გააჩნია, მათზე პოლიტიკური ფსონის დადებით, პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფლებისთვის მებრძოლ, ღირსეულ ადამიანებს.

დავსვათ კითხვა, რა დამსახურების გამო შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. ან რა პრინციპით უნდა გახდეს ხელახლა მთავრობის წევრი ადამიანი, რომელიც გამორჩეულია სიძულვილის ენით და თავად ,,ქართული ოცნების“ გუნდის მიერ იყო დადანაშაულებული კახური, კორუფციული კარტერის შექმნაში.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ვერანაირი შიდა საკადრო გადაადგილებები, ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს.

ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ  გავხადოთ ქვეყანა ყველამ ერთად წარმატებული  და როგორ ჩამოვაშოროთ ივანიშვილის ხელისუფლება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...