საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებებს აკეთებს ,,ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებით და პარტიისგან გამიჯნული დეპუტატების რიტორიკაზე, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ:
,,ძალიან კარგად იცის ამერიკამ და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, ანალიტიკურმა წრეებმა რომ ,,ქართული ოცნება’’ აცდა დასავლურ კურსს. ამის გამოძახილი არის ის ანტიამერიკული და ანტიქართული ისტერია, რაც მოაწყო მმართველმა პარტიამ.
ვეთანხმები ქალბატონ ელჩს – არანაირი განსხვავება გამოყოფილ დეპუტატებს – სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, გურამ მაჭარაშვილსა და ,,ქართული ოცნების“ სხვა დარჩენილ წევრებს შორის არ არის.
ამას უნდა დავარქვათ ,,ქართული ოცნების“ სპეციალურ დავალებათა ან ბიძინას შაჰიდების ჯგუფი!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საპასუხო განცხადებას აკეთებს ფრაქცია ,,ქართულია ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადების შესახებ:
,,მე ზუსტად არ ვიცი რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოს და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება.
მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ჩვენ, მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო სტაბილური, უსაფრთხო გახდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე