spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ...

“ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ” – სოსო გოგაშვილი

რუსთავის მე-12 საპატიმროს 306-ე საკნიდან მორიგ წერილს აგზავნის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი და ამჯერად შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს მიმართავს ღია წერილით, რომელიც გოგაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა:

ღია წერილი ვახო გომელაურს

ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.

სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე. უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ. ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს.

პ.ს. ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამეთუ ვიცი, რომ ,,იმის’’ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზამ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ეხლა გწერ.
დროებით ,,ღირსეულო გენერალო’’, – მიმართავს სოსო გოგაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...