პარასკევი, აპრილი 19, 2024

“რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ – საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა!” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს:

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში.

ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში.

ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია.

ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე.

მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად.
მაგრამ უსამშობლოების პარტია არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, რაც დასტურდება ამ პერიოდში რუსული ოცნების მიერ განხორციელებული ქმედებებით და უმოქმედობით.
პასუხიმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს, მუხლჩაუხრელად შრომობდეს ამ მოთხოვნების შესასრულებლად.

ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს კი არ უნდა ლანძღავდეს, მათ დამატებით რეკომენდაციებს, რჩევებს სთხოვდეს და ასრულებდეს.

ბოიკოტს კი არ უნდა აცხადებდეს და ზღვაზე გასარუჯად კი არ უნდა გარბოდნენ, ოპოზიციის დაინიცირებულ საპარლამენტო სხდომებს უნდა ესწრებოდნენ!

კრიტიკული ტელეარხების ჟურნალისტებს კი არ უნდა ესხმოდნენ თავს და აგინებდნენ, მათ ეთერებში მოდიოდნენ და დებატებს მართავდნენ ჩვენთან, ოპოზიციასთან!

ეროვნული თანხმობა უნდა იყოს მათი მიზანი და არა განხეთქილება, თუმცა რას ვთხოვთ მათ, ვინც უკვე უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე – აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში.

რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ – საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა!” – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული