spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს - ბიძინა...

“დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს!” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროკავშირის ანგარიშის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში და მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

,,რაც შეეხება ევროკავშირის ანგარიშს, იქ ნათლად გვითხრეს, რომ საქართველოში სუსტია დემოკრატია, სახელმწიფო ინსტიტუტები. კვლავ არის საუბარი იმაზე, რომ ფაქტიურად მიტაცებულია ძალაუფლება.

ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ შეფასება გავაკეთოთ, რომ ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ევროპასთან. ამიტომ თუ გვინდა, ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი, უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ გავხდეთ წევრი.

აუცილებელია, ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა! დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს! არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც მინისტრი – არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ. ამაზე იყო საუბარი ერთიანობაში, ამ ანგარიშში.

ჩემთვის მთავარი სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხია – სუსტი სახელმწიფო უწყებები, სუსტი გავლენა პოლიტიკაზე ამ უწყებების. მე არ მჯერა იმ პროცესების, რასაც ,,ქართული ოცნება“ ახლა ამბობს, რომ კომიტეტებთან არსებულ სამუშაო ფორმატებში ბიძინა ივანიშვილი დათმობს ძალაუფლებას და მოახდენს დეოლიგარქიზაციას. ეს არის ილუზია და ეს მოლოდინი არ გამაჩნია.

,,ქართული ოცნება“ არ აღიარებს კლანის არსებობას სასამართლოში. მთავარი პრობლემა არის კლანი. მიტაცებულია იქაც ძალაუფლება. ეს ძალაუფლება კონცენტრირებულია იუსტიციის საბჭოში. ვიდრე იუსტიციის საბჭოს აკონტროლებს კლანი, ანუ ბიძინა ივანიშვილი, მანამდე სასამართლოს რეფორმაზე საუბარი არის აბსურდი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...