კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შემოდგომაზე უნდათ გამოგვიცხადონ, რომ რუსეთის გარდა ჩვენი ეკონომიკური...

“შემოდგომაზე უნდათ გამოგვიცხადონ, რომ რუსეთის გარდა ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობის, პურის ჭამის გარანტი არ არსებობს” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი გუნდთან მიმართებაში და აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“, მათგან გამიჯნულებთან ერთად, ცდილობს რუსული პროპაგანდით ადამიანების ტვინების გამორეცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აცხადებენ, რომ მზადდებოდა გადატრიალება, დაიწყონ გამოძიება:

,,ამ ხალხს რომ მოვუსმინოთ და დავიჯეროთ, თუ რამე არსებობს მტრული ქმედება ყველაფერს აბრალებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს შეიძლება დედამიწაზე აწყობდეს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ეს არის რუსეთი.

ახლა აჩვევენ ადამიანების ყურებს ამ ანტიდასავლურ რიტორიკას. იმიტომ, რომ შემოდგომაზე საქართველო დატოვონ პირისპირ რუსეთთან და გამოგვიცხადონ, რომ დასავლეთმა მიგვატოვა, დასავლეთი არის ჩვენი მტერი და რუსეთის გარდა ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობის, პურის ჭამის გარანტი არ არსებობს – რუსეთი რომ არა, დავიხოცებით შიმშილით!

თუ ხელისუფლების დამხობაზე იყო საუბარი არადემოკრატიული გზით, თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს – რატომ არ იწყება გამოძიება?! – მაგრამ ეს არის ცრუ, რუსული პროპაგანდა ადამიანების ტვინების გამორეცხვისთვის!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...