spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახეზე გვაქვს შეთქმულება საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს...

“სახეზე გვაქვს შეთქმულება საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ,,ტვ პირველის“ გადაცემაში ,,დღის ამბები“ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატების ბოლო განცხადებაზე დასავლეთთან მიმართებაში, ასევე იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში წამოწყებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რამდენად დგას რისკის ქვეშ საქართველოს თავისუფლება რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე:

,,საფრთხის ქვეშ დგას აბსოლუტურად ყველაფერი ამ ადამიანების პირობებში. გადაჭარბება არ არის – სახეზე გვაქვს შეთქმულება საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!

რას გვეუბნება მაჭარაშვილი, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას – ეს იყო ერთი გზავნილი და მეორე – ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებაზე იყო საუბარი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რაზეც შეუძლიათ დაიწყონ გამოძიება, მაგრამ ეს სჭირდებათ პროპაგანდისთვის, რომ ხალხმა ვერ შეძლოს მტრის და მოყვარის გარჩევა. ეს ყოველივე კი იმოტომ სჭირდებათ, რომ ამათ გამო როცა უარს გვეტყვიან კანდიდატობაზე, განაცხადონ, რომ “ომს აგაცილეთ” და “თქვენ უნდა იზეიმოთ, რადგან დასავლეთი ომის დაწყებას გვაიძულებდა”. ამერიკას კი არა ნეიტრალურ შვეიცარიასაც აბრალებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ფულს არ აძლევს იმის გამო, რომ ომის დაწყებას აძალებენ.

მე მინდა მოქალაქეებს მივმართოა, რომ ეს არის რუსული დივერსია, რუსული პროპაგანდა და სამწუხაროა, რომ ეს სულგაყიდული ადამიანები, ივანიშვილზე მიყიდულები, საკუთარი სახე-გვარით ავრცელებენ ამ რუსულ ნარატივს.

ეს არის ,,ქართული ოცნების“ გენერალური ხაზი. სინამდვილეში ეს ოთხეული ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პარტიის გენერალურ ხაზს, დამოკიდებულებას.

ნამდვილი მტერი ვინც არის, რომელიც 200 წლის მანძილზე ცდილობს საქართველოს გაუქმებას, ამოგდებას, ეკლესიებს გვიღებავდა, გვწყევლიდნენ რუსი ეგზარქოსები, უამრავი გმირი და პატრიოტი გაგვინადგურეს – ამაზე და რუსებზე არაფერს ლაპარაკობენ და მტრად გვისახავენ დასავლეთს და აშშ-ს. ეს არის აბსურდი!

ეს არის ბოლო, წითელი ხაზი!

ყოველდღიურად სჭირდება თავისუფლებას დაცვა. იმ რისკებთან მიიყვანა დღეს ,,ქართულმა ოცნებამ“ საქართველო, რაც პუტინმა თქვა უკრაინაში ომის დაწყების წინ, რომ 1917 წლის საზღვრებში უნდათ რუსეთის იმპერიის აღდგენა!

რუსეთის გუბერნია რომ იყო მეფის რუსეთის დროს – იმის აღდგენაზეა ლაპარაკი. ქუთაისი, თბილისი უნდა გადაიქცეს რუსეთის გუნერნიად. ეს საფრთხე არის აბსოლუტურად რეალური! ამიტომ შევიდნენ 40 მილიონიან უკრაინაში, რომ დაიმონონ უკრაინელი ხალხი. იგივეს გვიპირებენ ჩვენც!

ამათ უნდა, რომ მტერი და მოყვარე ვერ გავარჩიოთ და ვინც ამას აკეთებს ის არის საქართველოს მტერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...