შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"რა აზრი აქვს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, თუ სასამართლოში...

“რა აზრი აქვს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, თუ სასამართლოში არც ადამიანები იცვლებიან, არც ადამიანების მართვის და კონტროლის სქემა?!” – ანა ნაცვლიშვილი

პარტია ,,ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი წარადგინა. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ამ მხრივ რეფორმა არ განხორციელებულა:

,,ეს არის დოკუმენტი, რომელიც ფაქტებზე, არგუმენტებზე, ტენდენციებზე დაყრდნობით აჩვენებს, რომ ამ წლების განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას“ არ განუხორციელებია სასამართლო რეფორმა.

რაც შეიცვალა ამ წლების განმავლობაში იყო კანონების ფორმულირება. რაც არ შეიცვალა და ხელუხლებელი დარჩა იყო სასამართლოს უაღრესად დისკრედიტირებული კორპუსი და სასამართლოს მართვის მოდელი.

,,ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა ადამიანები სასამართლოში და ამ ადამიანების მართვის სქემა.

ახლა მე ვსვამ კითხვას: თუ არც ადამიანები იცვლებიან, არც ადამიანების მართვის და კონტროლის სქემა, მაშინ რა აზრი აქვს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს?!“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...