spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი, გადაიყვანეთ სამკურნალოდ...

“ბიძინა ივანიშვილს მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი, გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში” – თაკო ჩარკვიანი

ბიძინა ივანიშვილს მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი, გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში, არ აჰყვეთ “მონა-მოსამსახურეთა” “რჩევა-ღლიცინს”, ყველაზე საშიშნი ეგენი არიან, რადგან პოლიტიკური “ჰარამხანის ვარდები” სხვადასხვა ბაღჩა-ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი არიან.

ნუ შეხვალთ ისტორიაში სირცხვილით, ვერ მოიცილებთ ლაქას, ვერც თქვენ და ვერ ჩვენი ქვეყანა, იმ ლაქას – რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია!

თავს ნუ სჭრით ქვეყანას, არ გეპატიებათ, თაობები მოგთხოვენ პასუხს, პოლიტიკური “ჰარამხანის ვარდები” კი სხვადასხვა ბაღჩა-ბაღებში აყვავების “მცდელობას” კვლავ გააგრძელებენ, ისტორიას კი თქვენ შემორჩებით შავ ლაქად და ვერ ჩამოირეცხავთ, არ ჩამოგარეცხინებთ მომავალი თაობა!!!

ჯერ კიდევ დრო გაქვთ, ჯერ კიდევ დრო გაქვთ, დაფიქრდით! იფიქრეთ!

და ბოლოს მამაჩემის – ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონებით დავასრულებ, რადგან უკეთესად მე ვერ ვიტყვი:

ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც,
ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა
და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...