spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიGDI განაგრძობს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას

GDI განაგრძობს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” განცხადებას ავრცელებს უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით 3 ტელეკომპანიის 38 ჟურნალისტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) „ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ დამატებით 38 ჟურნალისტის ინტერესებს დაიცავს მათ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საჭიროების შემთხვევაში – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ეს პირები არიან: გიორგი თარგამაძე, ვახო სანაია, ნიკა გვარამია, სოფო გოზალიშვილი, მაკა ფანქველაშვილი, დავით ქაშიაშვილი, ეკა შანიძე, ნიკა საჯაია, გვანცა გავაშელი, ანუნა ახალაია, თეა გილიგაშვილი, გიგლა თუმანიშვილი, ეკა გაგუა, თათია წოწონავა, ნინო მაჩაბელი, გიორგი ახალკაცი, მარიამ ელიბაშვილი, გიორგი გვიშიანი, თენგო გოგოტიშვილი, ანა ბუავა, ია გულიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნანი სისვაძე, ნათია ქოქოსაძე, სოფიო ხუციშვილი, თეა ინასარიძე, თათია პაიჭაძე, საბა ბუაძე, ნესტან (ნენე) დალაქიშვილი, მიხეილ სესიაშვილი, ემა გოგოხია, ეკა სარია, თეა ადეიშვილი, ლაშა კვესელაძე, ნინო ჟიჟიაშვილი, დეა მამისეიშვილი, მაია ლომიძე, მიხეილ გოგუაძე.

2022 წლის 07 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ რამდენიმე ჟურნალისტის და აქტივისტის სახელით მათ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა საჩივრით, კერძოდ სასამართლოში გაიგზავნა: ქეთევან ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, ნოდარ რუხაძის, მარიამ გეგუჩაძის და ნანა ბრეგაძის საჩივრები.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას GDI ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...