შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10...

“საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ამ ომში რუსეთის დანაკარგებსა და პირადი შეფასებების შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს:

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:

დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.

ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ.

თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.

ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.

საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.

სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი.

არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.

დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...