spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციადაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე...

დაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე – ილია მეორე

მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამასთან უფალმა მძიმე ჯვარი დააკისრა ჩვენს სამშობლოს, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ:

მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. 

გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, ან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. 

საქართველოს უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენი ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ სხვას, ვისმეზე მეტი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის. 

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას: ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ დავუმატეთ ამას, – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა მოგვცა ის გრძნობა, ის შეგრძნება, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

ქართველ ადამიანს შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის მტვირთველობა. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. 

როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა იკრიბებოდნენ ერთად და ჰქონდათ სერობა, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ უკვე ორ ადგილს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე, – ღვთისმშობელი დედა. 

ტროპარი, რომელიც დაიწერა მარიამობისთვის, იწყება შემდეგი სიტყვებით:  ,,შობასა შინა ქალწულება დაიმარხე”. მხატვრები, ხატმწერები ფიქრობდნენ, როგორ გამოესახათ ქალწულება ღვთისმშობლისა და ქრისტესშობის ხატი დაწერეს ასე: მაცხოვარი წევს, წინ კი არ უწევს ღვთისმშობელს, არამედ უკან. ღვთისშობელი გადმობრუნებულია, არ უყურებს მაცხოვარს. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა შობასა შინა ქალწულება დაიმარხა. 

შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი და წყალობა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ იოანე ოჩიგავას გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

ღმერთი ჩვენთანაა, გიხაროდეთ!

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” –

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...