პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად...

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდება

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი.

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი.

მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხნიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...