კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო - ნიკა გვარამია

ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო – ნიკა გვარამია

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერების თაობაზე საკუთარ პოზიციას ფეისბუკის პირად გვერდზე აფიქსირებს ახალი ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი:

კაცი, რომელმაც თვალები დათხარა ბავშვებს;

კაცი, რომელმაც მხედრიონის შემდეგ, პირველმა გამოიყენა ლეტალური ტყვიები სრულიად უვნებელი მიტინგის დარბევისას;

კაცი, რომელმაც დამიზნებით ესროლა ჟურნალისტებს და ოპერატორებს;

კაცი, რომელიც მისი მინისტრობის ყველა ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით, სულ ყველა სტატისტიკური შედეგით, იყო ყველაზე წარუმატებელი შსს მინისტრი;

და მთავარი და სამუდამო, კაცი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველმა მოახერხა შესულიყო ურბანულ პოეზიაში და ბოროტების სიმბოლო გახდა ბავშვების ლექსებშიც და ყველაზე cool ახალგაზრდა ტიპების სიმღერებშიც;

აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად ჩაიდენს უმძიმესი ძალადობის აქტს ყველა ჩვენთაგანზე, მიჯირყვნის ჩვენს აღშფოთებას და ღრმად ჩაგვიტუმბავს შინაგანი პროტესტის ხმას;

აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად დაგვამცირებს და გვეტყვის, რომ არაა ეს ჩვენი საქმე და საერთოდ არაფერი არაა ჩვენი საქმე ამ ქვეყანაში. და საერთოდაც, აღარასდროს აღარაფერს აღარ გადავწყვეტთ და არ იქნება ჩვენი საქმე;

აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი გვეტყვის, რომ უნდა შევეჩვიოთ რუსული “ვიკროიკის” და აქცენტის პრემიერებს. მეტყველების აქცენტს ვინ დაეძებს, მართვაში რუსულ აქცენტებს შეგვაგუებენ და დასავლეთის მიერ ოთხჯერ დაბლოკილი რუსული გავლენის აგენტი მაინც დაჯდება ქვეყნის პირველი პირის სავარძელში. და ამგვარად უზურპატორი ღიად დაიკიდებს დასავლეთს;

აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი რუსთაველზე თვეების განმავლობაში მდგარ ახალგაზრდა, დასავლური განათლების პატრიოტებს და მათთან ერთად ჩვენს შვილებს ბოროტი ხარხარით ეტყვის, რომ მათი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, აქ ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ და უნდა წავიდნენ. და რომ ეს არ არის წარმატებული ხალხის ქვეყანა და უნდა დარჩნენ მხოლოდ ლუზერები და პენსიონერები;

აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ან ძალა და თავმოყვარეობა გვეყოფა და უზურპატორისთვის ამ აქტს თვითმკვლელობად ვაქცევთ, ან გავიჟიმებით და უზურპატორი ამ აქტით ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრიობას გილიოტინაზე შეაგდებს.

აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ვნახოთ, ამ ყველაფრის მერე რა, როდის და როგორ მოხდება.

ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო,” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...