spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის რეჟიმისთვის, მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა - მორალურად...

“ივანიშვილის რეჟიმისთვის, მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა – მორალურად და პოლიტიკურად” – გიგა ბოკერია

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციებს, მათ შორის, მისი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, ეხმიანება პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან მიმართებაში:

ჩემი პოზიცია ცნობილია – სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ივანიშვილის რეჟიმისვე დეკლარაციით. “არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოო“, ასე თქვა ღარიბაშვილმა [სააკაშვილზე]. მისი პატიმრობა და მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის.

მაგრამ, ნებისმიერი მიზეზით, ივანიშვილის რეჟიმისთვის, მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა – მორალურად და პოლიტიკურად.

ის, რომ დღეს სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა.

ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც ბოლო წლების განმავლობაში აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილისვე მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და “ოცნებას”, რომ მოუგო.

აი, ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება და ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო – ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან და ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...