შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მინდა გამოვეხმაურო ცესკოს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრების არჩევის...

“მინდა გამოვეხმაურო ცესკოს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრების არჩევის კონკურსს” – ანა კობახიძე

ცესკოს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრების არჩევის კონკურსს და ასევე კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტია “სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა კობახიძე:

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და კომისიის წევრების არჩევის კონკურსს.

მას შემდეგ რაც საჯარო გახდა კანდიდატების სია, ცხადია რომ საკონკურსო კომისიას ფორმალურად უწევს კანდიდატებთან გასაუბრება და შემდეგ პრეზიდენტს ფორმალურად მოუწევს იგივე კანდიდატების წარდგენა, რომელიც წინა ორ შემთხვევაში იყო წარდგენილი.

დაბალი კონკურენციის პირობებში, ფორმალური კონკურსის ჩატარება და პროცესის მიმართ უნდობლობა, საზოგადოებაში კიდევ უფრო ამცირებს ნდობას როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კანდიდატების შერჩევის და არჩევის პროცესის მიმართ.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო 2022 წლის 29 ივლისის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას და ავღნიშნო, რომ აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრის აზრს. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება ცდება ნეიტრალურობის და ინსტიტუციური დამოუკდებლობის პრინციპის დაცვას. ერთის მხრივ ის, რომ პრეზიდენტის საკონკურსო კომისიის მუშაობის და მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიების განცხადებები, რომელიც მიმართული საქართველო პრეზიდენტის მიმართ, მათი შეფასება არ წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

მნიშვნელოვანია, მსგავსი განცხადებები ინფორმაციულ დონეზე მაინც იყოს შეთანხმებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან. ვინაიდან, აღნიშნული გაცხადება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესტიჟს, ამცირებს ნდობას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ აძლევს საბაბს დაინტერესებულ პირებს რომ ისაუბრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიკერძოებულობაზე”, – აცხადებს ანა კობახიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...