ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ტრაგედია გუდაურში: 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დაშვებულია.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა:

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – ირაკლი ღარიბაშვილი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მედიკოსები ემსხვერპლნენ.

ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ადამიანების გადარჩენის ოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი და მწუხარება საერთოა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. ისინი გმირები არიან. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – შალვა პაპუაშვილი.

ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!

სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!

გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!” – სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული