ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ...

მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან – ცესკო

ცესკოს განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ:

საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება. ამჯერად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება ამ მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს იყენებს. გაკეთდა მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ მან არ წარუდგინოს პარლამენტს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან პროცესი იყო გაუმჭვირვალე და ფორმალური.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი ამ ტიპის განცხადებები არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის და პროცესის დაზიანების მცდელობა. პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადება დღეს ჯერ კიდევ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესის დასრულებამდე გაკეთდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობდა ღიად და გამჭვირვალედ, დაინტერესებულმა პირებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საკონკურსო კომისიის სანდოობის საკითხიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც აკადემიური საზოგადოებისგან, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.

მიუღებელია კანდიდატების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენებაც. ამ ტიპის განცხადებები კონკურსის მიმდინარეობის დროს აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული კანდიდატების რეპუტაციას, არამედ ზოგადად უწყებას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ ჩართულ მხარეებს კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოადგინონ არგუმენტირებული მოსაზრებები და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ აზიანებენ ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრების არჩევა.

გარდა ამისა, შევახსენებთ ოპონენტებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უკვე ორჯერ მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია პარლამენტმა და არა ერთპარტიულად, როგორც ამას დაინტერესებული მხარეები აცხადებენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყება, რასაც ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ობიექტურობის და პროფესიონალიზმის ინდიკატორია არა ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების არჩევის პროცედურა, არამედ არჩევნების ორგანიზების ხარისხი. ამ თვალსაზრისით კი საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი კომპეტენცია არაერთხელ დაადასტურა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან და ნუ შეუშლიან ხელს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში წარმართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...