საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის და ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას გზები ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სვანეთში მთავრობის წევრების ვიზიტის დროს და ჟურნალისტის შეკითხვაზე თავისებური პასუხები გასცა კულტურის მინისტრმა:
,,რაო ემა, როგორა ხარ? მომენატრე!
ნელა, ნელა… კი კი, არ არის…
დაგიძველდა მიკროფონი გოგოო?“, – მიმართავს ემა გოგოხიას თეა წულუკიანი.
ინფორმაციისთვის: შეგახსენებთ, რომ მთავრობის ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას 1 წლის წინ, ერთ-ერთი ჩაწერის დროს მიკროფონი წაართვა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ირონიული დამოკიდებულება კონკრეტულად ემა გოგოხიას მიმართ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე