კვირა, დეკემბერი 28, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის...

“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია” – არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილი

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ ბრალდებულ სოსო გოგაშვილის დაკავებისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ:

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის, დაკავებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, 2022 წლის 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სასამართლომ გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და იარაღის ჩადებას. ასევე, საუბრობენ იარაღთან ერთად ელოქტრონული მატარებლებისა და კომპიუტერის ჩადების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გოგაშვილის სახლიდან სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება.

სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დაანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ, და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ. ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე.

სასამართლოს – სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საფარი

უფლებები საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“8 წელი თემირლანის მკვლელობის დღიდან… სადაც არ არსებობს სამართალი, იქ მშვიდობაც არ იქნება” –...

შვილმოკლული მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, შვილის - თემირლან მაჩალიკაშვილის...

“მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის...

“ბავშვებს მოპარეს ფული ხალხო, სავარუდოდ საჭმლის ფული მოპარეს ბავშვებს. ქოცებო, თქვენს შვილებსაც მოპარეს” –...

საქართველოს პროკურატურის განცხადებას სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...