spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ...

“თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში პარტიის ამომრჩევლებს ღია წერილით მიმართავს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის თუ ქვეყნის გათავისუფლებასთან, პოლიტიკურ ბრძოლასა თუ პარტიის გეგმებთან დაკავშირებით:

ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები – სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.

განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიედ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები.

ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას.

დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია – გაგვთიშონ და იბატონონ.

მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს.

მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს – ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს!

ავტოკრატიულ სახელმწიფოში სხვა მექანიზმის მოფიქრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავად მიხეილ სააკაშვილი არ მოიფიქრებდა თავის დროზე თანამებრძოლების ტყვეობიდან დასახსნელად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში?

ახლა, როცა ცივილიზებულმა სამყარომ კედელთან მიიმწყვდია ოლიგარქი და როგორც არასდროს, ისე ახლო და გარდაუვალია ავტოკრატიის დამარცხება.

ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ერთობას, რადგან ძალა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ოლიგარქი, ჩვენს კონსოლიდაციაშია. სწორედ ამიტომ ცდილობენ ეჭვისა და შუღლის თესვას ასე გააფთრებით.

არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში.

გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია – არაფრის დიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!
ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს.

დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება – არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება – არავის, არც ერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე.

სააკაშვილს სწორედ მრავალმხრივი, დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა, ემოციური შეძახილები, რომელსაც მხოლოდ ემოციებისგან და ბრაზისგან დაცლის ფუნქცია აქვს და სხვა არაფერი მოაქვს.

პარტიას ერთდროულად რამდენიმე ურთულესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: პოლიტმატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება, მხარდამჭერთა რიგების გაფართოება ახალი ამომრჩევლის შემოკრების გზით.

ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს, აგვისტოდან კი უკვე ფართო წრეებთან დავიწყებთ შეხვედრებს, რომ კიდევ უფრო მეტნი გავხდეთ, კიდევ უფრო დავიმუხტოთ, გადავდოთ ერთმანეთს არა უიმედობა, არამედ გამარჯვების რწმენა, რომ მზად ვიყოთ ყველა ტიპის გამოწვევებისთვის, რომ მალე დადგეს გარდამტეხი მომენტი და ღირსეულად ვიდგეთ იმ ბრძოლის ავანგარდში, რომელიც უფსკრულიდან ამოიყვანს და გაამარჯვებინებს ჩვენს ქვეყანას.

დავდგეთ ერთად, ვიზრუნოთ იმაზე რომ უფრო მეტნი ჩავერთოთ ამ ისტორიულ პროცესში, ერთად ვიბრძოლოთ ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნისა და პოლიტპატიმრების დასახსნელად და ქვეყნის ევროპაში დასამკვიდრებლად!

უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ დამარცხების უფლება წაგვართვა ისტორიამ და ნუ დავიბრუნებთ მას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...