spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც "სამეულმა" მიმართა ბიძინა ივანიშვილს წინა წერილში, ის...

“როდესაც “სამეულმა” მიმართა ბიძინა ივანიშვილს წინა წერილში, ის მზად იყო გამოსულიყო სცენაზე და ამიტომ გაკეთდა ეს მიმართვა” – თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. იგი, აღნიშნული მიმართვის წინაპირობად, განიხილავს პარტია “ქართული ოცნებიდან” გასული პარლამენტის წევრების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს:

,,მე ვფიქრობ, როდესაც “სამეულმა” მიმართა ბიძინა ივანიშვილს წინა წერილში, ის მზად იყო გამოსულიყო სცენაზე და ამიტომ გაკეთდა ეს მიმართვა. არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რომ ის წერილი გამოქვეყნდა.

მოსალოდნელი იყო ისიც, რომ დაადასტურებდა ამერიკის ელჩთან შეხვედრას. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრები იმართება. ეს არის იმის დასტურიც, რომ ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ვინ არის რეალური მმართველი.

კრიზისული ვითარებები როდესაც არის, ურჩევნიათ რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს. ამიტომ აქაც გასაკვირი არაფერი არ არის. უფრო საინტერესო იქნება როგორ განვითარდება ეს ისტორია.

ბოლო წერილი სამეულის იყოს ძალიან მძიმე, თავისი შინაარსით. თითქოს ყველაფერი ერთი და იგივეა, სინამდვილეში პრინციპულად განსხვავული იყო ყველა სხვა გზავნილისგან. იმიტომ, რომ ისინი პირველად პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს. უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი ან რომელიმე სხვა ელჩი. ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა.

როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება. ვნახოთ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...