შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის...

“საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლება-მოსილებებს” – თეა წულუკიანი

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავე კრიტიკასთან ერთად ირონიულ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის მიერ გამოთქმული კონკრეტული მოსაზრებების გამო. წულუკიანის აზრით, პრეზიდენტი სცდება კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებების ჩარჩოებს საპარლამეტო მმართველობის მოდელში:

,,შეგვახსენა, რომ არსებობს თურმე საქართველოს კონსტიტუციაში ,,მესამოცდამეთვრამეტე“ მუხლი. ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე, და არა სხვანაირად, გამოითქმის.

ვერ ვიყოლიეთ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, თუ რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება-მოსილებები ისეთ მოდელში, როგორიც საპარლამენტო მოდელია.

რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი. იმიტომ, რომ ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები, საპარალემენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს.

ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა, უკვე 2024 წლისთვის, პოტენციური კანდიდატების მიმართ, რომ თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია.

საჭიროა მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, რადგანაც თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად მეორე მხარეს მისცა არგუმენტები და გაამართლა რეალურად ის, რასაც ჩვენ, ყველანი, ვფიქრობდით – რასთანაც საქმე გვქონდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლება-მოსილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...