spot_img
მთავარიანალიტიკა"2035 წლისთვის საქართველოს მოადგება ქარავნები წლიურად 35 ტრილიონი...

“2035 წლისთვის საქართველოს მოადგება ქარავნები წლიურად 35 ტრილიონი დოლარის ღირებულების ტვირთებით” – ზურაბ მაღრაძე

რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებსა თუ შესაძლო განვითარებებზე საუბრობს კრედო აკადემიის ტრენერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ექსპერტი ზურაბ მაღრაძე:

საქართველო უნდა მოემზადოს.

90-იანი წლებიდან დამოუკიდებლობას ითხოვდა შორეული აღმოსავლეთი. იგივეს ითხოვდნენ სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქები, რომლებსაც ურალის რესპუბლიკის შექმნა სურდათ. იმავე მოთხოვნით გამოდიოდა ციმბირი. სუვერენიტეტის აღიარებას სხვადასხვა დროს ითხოვდნენ კარელია, დაღესტანი და იჩქერიის რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთთან ორი ომი გადაიტანა.

სომეხი პოლიტოლოგი სარო საროიანი პროგნოზირებს რუსეთის გავლენის მკვეთრ შემცირებას ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში.

პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ლეხ ვალენსა რუსეთის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებაზე საუბრობს.

თეთრი ურდოს ყეენს თეირანში შეხვედრაზე წინაპირობები წაუყენეს და არა სამოკავშირეო შეთავაზებები. ყეენი უმეტესად მოსმენის რეჟიმში იყო. ეს იყო პუტინის რუსეთის გეოპოლიტიკური როლის გადარჩენის ამაო მცდელობა.

ერდოღანმაც სამაგიერო გადაუხადა პუტინს და თეირანში შეხვედრისას ალოდინა. ამით ფაქტობრივად ის დაამცირა და ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას. ერდოღანის წინაპირობები (უკრაინაში, სირიაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში) პუტინისათვის დასავლეთის სანქციებზე მეტად მტკივნეულია.

ირანი რუსეთთან აპირებს ვაჭრობას თავის სასარგებლოდ და არა მოკავშირეობას, ამასთანავე ის დასავლეთს უგზავნის გზავნილებს. გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში გლობალური აქტორები პუტინის რუსეთს აღარ აღიქვამენ როგორც პარტნიორს, აწი მას მხოლოდ წინაპირობებს წაუყენებენ.

თათრეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. პეტიციაში ხაზგასმულია შემდეგი: “ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ბევრი ფული გვაქვს. ჩვენ მდიდარი კულტურა გვაქვს. ჩვენთან ტურიზმი განვითარებულია. ჩვენით შეიძლება აღფრთოვანდეს მთელი მსოფლიო! მაგრამ რატომღაც ჩვენ მოსკოვს მივეცით ჩვენი დათრგუნვის უფლება. ენის სწავლება სკოლებში შეიზღუდა. მიმდინარეობს ჩვენი გამოფიტვა, იყენებენ ჩვენს ნავთობს, სოფლის მეურნეობას, რეგიონის მთელ რესურსებს. ჩვენ აქამდე არ გვაქვს დამოუკიდებლობა. რეფერენდუმის მოთხოვნა სამართლიანია! კმარა მოსკოვის გამოკვება.”

ბაშკირეთის, ბურიატიის, ინგერმანლანდის, ყალმუხეთის და ერზიანის ეროვნულმა მოძრაობებმა რუსეთის შემადგენლობიდან გასვლისა და ახალი ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების შესახებ უკვე დაანონსეს.

ყაზახეთის და თურქმენეთის საქმიანი წრეების აუდიენციები ყოველ დღე სავაჭრო-სატრანზიტო გზების შესახებ საუბრით იწყება.

ახლა კი მთავარი: 2035 წლისთვის საქართველოს მოადგება ქარავნები წლიურად 35 ტრილიონი დოლარის ღირებულების ტვირთებით. საქართველო ვერ გაუმკლავდება გამოწვევას, უბრალოდ არ ვეყოფით ქარავნების მომსახურებას. მთელი ემიგრაციაც რომ დაბრუნდეს, მაინც არ ვეყოფით. ჩრდილო კავკასია და მისი ხალხები კი მისახედი იქნება. საქართველო უნდა მოემზადოს ამისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ მაღრაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...