spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე -...

“ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე – ,,პარტიის მოსაზრება” უარყოფითი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. მამხილებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

აღარც ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო ე.წ. მამხილებელ დოკუმენტებზე, რომლებიც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს. ამ ყველაფერზე სამ წელიწადზე მეტია ვსაუბრობ, უამრავი მტკიცებულება მაქვს წარდგენილი, რომლიც ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს, თუმცა ჩემთვის მაინც მძიმე იყო ამ ჩანაწერების წაკითხვა 🙁

ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე – ,,პარტიის მოსაზრება” უარყოფითი.

სწორედ ამ საკრალურ ჩანაწერს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, ან კეთილდღეობა. აი ამ დამნაშავე ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენ ხან რაღაც პუნქტების შესრულებას, ხან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხან კიდევ სასამართლო რეფორმის განხორციელებას. განა ჩვენც ნორმალურები ვართ?!

ამ ყველაფრის ავტორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენ სახელმწიფო გვქონდეს. თითოეული მეილის ავტორი და ადრესატი. სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია, რომელიც კრიმინალი გახარიას მარჯვენა ხელი იყო და რომლის ძმა ახლა გახარიას პარტიის სახეა. ეს მათ გასაგონად, ვინც ამ ხალხს ოპოზიციად მიიჩნევს ან პოლიტიკურ კოალიციაშია ამ ნაძირლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან და მისი პროკურატურისგან, დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ აუცილებლად მიმართავ პროკურატურას ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გამოძიების განახლების მოთხოვნით. ეს როგორც იტყვიან, ოქმისთვის, დანარჩენს დრო გვანახებს.

პ.ს. ვისაც ჰქონია, რომ ეს იას საქმეზე ჩადენილი დანაშაული ვინმეს შერჩება, ძალიან ცდებით. როგორც ხედავთ ხელისუფლების მიერვე შექმნილი მტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს, თან დარწმუნებული ვარ ეს ზღვაში წვეთია. ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...