spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიფესტივალი "თბილისობა 2019" ბელარუსის დედაქალაქში

ფესტივალი “თბილისობა 2019” ბელარუსის დედაქალაქში

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ბელარუს ხალხს „თბილისობის“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. შარშან, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მინსკის დღეები აღინიშნა, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რომელიც ამჯერად მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნებით გამოიხატა. ეს სახლი ხელს შეუწყობს ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას, ექსპორტს და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მინსკელ კოლეგებს, რომელთა ძალისხმევით, უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია. დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. ასევე, მიხარია, რომ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქალაქის დღე აღინიშნება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ჩვენთან ერთად არიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები და მთელი დღის განმავლობაში იქნება საკმაოდ საინტერესო სანახაობა, რომელიც საღამოს გალაკონცერტით დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“ იმართება, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ექსპოზიციები, გამოფენები, კონცერტები იმართება. ასევე, წარმოდგენილია ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...