spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიმსჯელეთ მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების,...

“ვიმსჯელეთ მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში” – თეა ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ორგანიზებით, და ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგ-სემინარი თემაზე: დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.

ტრენინგ-სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალამებელი სიტყვით მიმართეს – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.

ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მომუშავე ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონული ჟურნალისტები სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს გაეცნენ და მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე იმსჯელეს.

თეა ახვლედიანმა მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე სტრატეგიული მიმართულება – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და უწყების კომპეტენციაში შემავალი პრიორიტეტული საკითხები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში დეზინფორმაციის კუთხით არსებული გამოწვევები, ხაზი გაუსვა მასთან გამკლავების მნიშვნელობას და აღნიშნულ პროცესში მედიის განსაკუთრებულ როლს. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე და აღნიშნა აქტუალური მიმართულებებით საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, რასაც ემსახურება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარების ციკლი.

განსაკუთრებით ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობასთან მიმართებით, საზოგადოებრივი ინტეგრაციის პროცესზე, დეზინფორმაციის უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენის, ისევე როგორც მისი პრევენციის მექანიზმების განხილვა იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარის ძირითადი მიზანი. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და მოწვეული შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, რეგიონულ ჟურნალისტებთან ვიმსჯელეთ მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...