სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოდულის იზოლატორშია. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ:
,,ბატონი გოგაშვილი არის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რაც შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ“.
მე ვფიქრობ, ყველაზე მწვავედ, მტკივნეულად ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მისი ბოლო განცხადება არჩევნების გაყალბებასთან დაკაშირებით.
ის პირდაპირ ამბობს, რომ უპრეცედენტო გაყალბების ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
ზუტად, აი, ამ ძალმომრეობაზე, უკანონობაზე დგას ხელისუფლება.
ეს იყო, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი. იმიტომ, რომ ზუსტად იმის მხილება დაიწყო გოგაშვილმა, რაზეც დგას ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


