ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებიირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს საქართველოში საქმიანობის ვადა ეწურება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კარლ ჰარცელს შორის:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ინფორმაციისთვის: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის წარდგინებით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, შესაბამისად კარლ ჰარცელის შემცვლელი, პაველ ჰერჩინსკი იქნება.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განმარტებით, პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...