spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს არ იყენებს ფასადად და...

“თუ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს არ იყენებს ფასადად და მართლა უნდა მუშაობა, გადმოდგას პირველი ნაბიჯი” – პაატა მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ:

,,დიდი ალბათობით უნდა დანიშნოს სხდომა, თუმცა არ გამიკვირდება, ,,ქართული ოცნების“ ზეწოლის პირობებში, მან უარი თქვას ამ სხდომის დანიშვნაზე, მაგრამ მოტივაცია იქნება ჩემთვის ნამდვილად აუხსნელი. ამასთან ერთად მოხდება სრული ლუსტრაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილისაც, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა ირაკლი კობახიძესთან, ისინი ერთნი არიან ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

თუ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს არ იყენებს ფასადად და მართლა უნდა მუშაობა გადმოდგას პირველი ნაბიჯი, ჩვენც ვდგამთ ნაბიჯს. ეს სხდომის მოწვევაც ამას ემსახურება – გადმოდგას ნაბიჯი. მოწვეულ იქნას სხდომა. მოვიდნენ ამ სხდომაზე. კენჭი ვუყაროთ იმ შეთანხმებას, რომელზეც პირველი მოსმენით მიღებული გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებას ვგულისხმობ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მათთან ერთად მუშაობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული