ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა...

“აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა” – ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების პოზიციაზე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების განცხადებებიდან გამომდინარე ოლიგარქიასთან დაკავშირებით შესაბამის ფაქტებს ითხოვს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნულ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში აკეთებს:

,,ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო – ეს ერთი. მეორე – არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს.

აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არგუმენტები – არის უბრალოდ დამარცვლული სიტყვები და მათი სიტყვების დამარცვლა, მერწმუნეთ, საქართველოში არავის სჭირდება.

ჩვემთვის არავითარი განსხვავება არ არის მაგალითად, სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის. ერთიც არის პარლამენტარი და მეორეც. არც ერთს ენდობიან საქართველოში, არც მეორეს ლიეტუვაში.

თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყებს ვინმე საუბარს, მაშინ ღრმავდება ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვაღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. რაღაცას სთხოვენ მას, რაღაც კონკრეტულს.

ჩვენ ამით ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს. თეორიულადაც რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი იქნება კონტრპროდუქტიული აუცილებლად. ანუ იმის საპირისპირო შედეგს გამოიღებს, რა მიზანიც შეიძლება ჰქონდეს სანქციის დაწესებას, მაგალითად დავით არახამიასთვის. არახამია და მისნაირები, ასეთი მცდელობებით, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, პირიქით საპირისპირო შედეგი შეიძლება მიიღონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, სიტყვით გამოსვლისას, ორჯერ აღნიშნა, ჯერ სახელით, შემდეგ გვარით, რომ ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო” – კახა კალაძე ვილიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!”...

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...